"გემო ფესტი" გურმანებს და ტურისტებს ამჯერად რაჭაში დახვდებათ
~ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ფესტივალი დღეს და ხვალ ამბროლაურში, ახალ სანაპიროზე გაიმართება. წლევანდელ "გემო ფესტში" რაჭაში 15-მდე ადგილობრივი მზარეული მიიღებს მონაწილეობას. გასტრონომიული ფესტივალის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, წარადგინონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი რაჭული კერძები, რომლებსაც ფესტივალის სტუმრები დააგემოვნებენ. "გემო ფესტის" ფარგლებში, დაგეგმილია სხვადასხვა სახის შემეცნებითი და გასართობი აქტივობაც.
