აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე მერობის კანდიდატთან ახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, ზუგდიდში, შალვა დადიანის ქუჩაზე მდებარე დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატთან დათო კოდუასთან და სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, ზუგდიდში, შალვა დადიანის ქუჩაზე მდებარე დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა. გიორგი ჯინჭარაძე დროებით ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო და მათ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პროგრამები გააცნო.