„ქრონიკის“ ინფორმაციით, ხაზარაძე/ჯაფარიძის პარტნიორმა აშშ-ში წაგებული არბიტრაჟის თანხა, 6 მილიონ 584 ათას 848 დოლარი საქართველოს გადაუხადა
კანონმდებლობით, მათ არბიტრაჟის გადაწყვეტილების გასაჩივრება შეეძლოთ, მაგრამ ეს არ გააკეთეს. როგორც ცნობილია, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა რამდენიმე კვირის წინ ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს. ცნობისთვის, ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განუხორციელებლობა მთლიანად მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და მათი პარტნიორების პასუხისმგებლობაა და საქართველოს მთავრობის მხრიდან რაიმე ფორმით ხელშეშლას ადგილი არ ჰქონია. ასევე, შეგახსენებთ, რომ ანაკლიის საქმეზე დავა ხაზარაძემ და ჯაფარიძემ პარიზის არბიტრაჟშიც წააგეს.
