“ბავშვების მაწყევარ და მაგინებელ პოლიტიკურ ფიგურასთან მე პირადად არასოდეს არაფერი მექნება საერთო” - თინა ბოკუჩავა, რვა პარტიის ფორმატში მყოფ პარტიებს მიმართავს
“ბავშვების მაწყევარ და მაგინებელ პოლიტიკურ ფიგურასთან მე პირადად არასოდეს არაფერი მექნება საერთო” - ამ განცხადებით თინა ბოკუჩავა, რვა პარტიის ფორმატში მყოფ პარტიებს მიმართავს, თამარ ჩერგოლეიშვილთან ურთიერთობის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ. თამარ ჩერგოლეიშვილის სკანდალური პოსტი ოპოზიციაში მორიგი დაპირისპირების მიზეზი გახდა. რაზეც მოგვიანებით, ჩერგოლეიშვილმა სიციალურ ქსელში ბოდიში მოიხადა და "ფეისბუქზე" დაწერა, რომ ასე აღარ მოიქცეოდა. თინა ბოკუჩავას კრიტიკას კი კრიტიკითვე უპასუხა და თქვა, რომ ფედერალისტებს ყოვლად მიუღებლად მიაჩნიათ ნაცმოძრაობა და სურთ რომ ასეთმა პარტიებმა აღარ იარსებონ. შეგახსენებთ, პარტია "ფედერალისტების" ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა "ფეისბუქზე" კომენტარებში მის მიმართ შეურაცხმყოფელი კომენტარების ავტორებს მათივე "ფეისბუქის" პროფილიდან აღებული მცირეწლოვანი ბავშვების ფოტოების გამოყენებით უცენზუროდ უპასუხა.