რაინმეტალი გერმანიაში ევროპის უმსხვილეს საბრძოლი მასალის წარმოების ქარხანას ხსნის
ინვესტიციის ჯამური მოცულობა 500 მილიონი ევროა. რაინმეტალის გენერალური დირექტორის განცხადებით, კომპანიას მსგავსი საწარმოების აშენება ნატოს სხვა ქვეყნებშიც შეუძლია, რაც ევროპული ქვეყნებისთვის საერთო თავდაცვით ეკოსისტემას შექმნის. გახსნას ნატოს გენერალური მდივანიც ესწრებოდა. მარკ რუტემ აღნიშნა, რომ მსგავსი ობიექტები აუცილებელია არა მხოლოდ ნატოს უსაფრთხოებისთვის და უკრაინის მხარდაჭერის შესანარჩუნებლად, არამედ ნებისმიერი მომავალი აგრესიის შესაკავებლადაც.
