უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ უნგრეთი უკრაინის დაჩქარებული წესით ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს არასდროს დაუჭერს
სიიარტო წერს, რომ კიევის ევროკავშირში შესვლა, გაერთიანებისთვის სასიკვდილო დარტყმა იქნება. რადგან ბრიუსელი იძულებული იქნება კიევს ფინანსური მხარდაჭერა გაუწიოს და ფონდების ფული სხვა წევრ სახელმწიფოებს მოაკლდებათ, ასევე სიიარტოს თქმით , ომგამოვლილი უკრაინელები ევროკავშირში კრიმინალურ ვითარებას გაართულებენ, უკრაინული სასოფლო სამეურნეო პროდუქცია კი დააზიანებს ევროკავშირის ბაზარს.
