რუსეთის მიერ კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა
დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც. ასევე, დაშავდა 48 ადამიანი. ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ახლა მაშველები ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ნანგრევებიდან ადამიანების გამოყვანას ცდილობენ. ნანგრევებში სავარაუდოდ, რამდენიმე ადამიანი რჩება. რუსეთმა კიევზე საჰაერო იერიში გვიან ღამით მიიტანა. უკრაინის პრეზიდენტმა დასავლელ პარტნიორებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები სასწრაფოდ გაამკაცრონ.