ვაშინგტონ პოსტი წერს, რომ შეერთებული შტატების ცენტრალური დაზვერვის სააგენტომ რუსეთის საკითხებზე მომუშავე წამყვან ექსპერტს საიდუმლო მასალებზე წვდომა აუკრძალა
გამოცემის ცნობით, ეს ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელის ტულსი გაბარდის გადაწყვეტილებით მოხდა. გამოცემა ექსპერტის სახელს არ ასახელებს, თუმცა წერს, რომ მან დაზვერვაში 29 წელი იმუშავა და აქტიურად იყო ჩართული 15 აგვისტოს ალასკაზე ტრამპი პუტინის შეხვედრის ორგანიზებაში.
