საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს მოუწოდებს დროულად გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები და გაიგონ სად მდებარეობს მათი საარჩევნო უბანი
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს მოუწოდებს დროულად გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები და გაიგონ სად მდებარეობს მათი საარჩევნო უბანი. ამომრჩეველთა სიაში ცვლილების შეტანის მოთხოვნა 16 სექტემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი.თვითმმართველობის არჩევნები ოთხ ოქტომბერს ჩატარდება . საქართველოს მოქალაქეები 64-ი საკრებულოს 2 058 წევრს და 64 მერს აირჩევენ.
