ეკონომიკის მინისტრი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
განიხილეს საქართველოსა და ამერიკას შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. ისაუბრეს შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო პროექტების საკვანძო მოთამაშის ფუნქციას. ყურადღება გამახვილდა ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე და აღინიშნა, რომ ქართული მხარე დაინტერესებულია აშშ-თან ურთიერთობის გადატვირთვით და სტრატეგიული თანამშრომლობის აღდგენით. მინისტრმა ხაზი გაუსვა პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივების მნიშვნელობას, მათ შორის, სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებას, რომელმაც განვითარების ახალი შესაძლებლობები გააჩინა სამხრეთ კავკასიის რეგიონში.