იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომელთა საბანკო ანგარიშებსაც ყადაღა დაედო არის "ისფედიც"
ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურის ბრალდება აბსურდულია, აქვე ლევან ნატროშვილი ადასტურებს, რომ ოცდაათამდე აირწინაღი და სათვალე იყიდეს საკუთარი თანამშრომლებისთვის. ქრონიკამ კითხვით მიმართა იუენდიპის, ასევე ევროკავშირის, შვეიცარიის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის და ნიდერლანდების საელჩოებს, იცოდნენ თუ არა, რომ მათ მიერ გაღებულ ფინანსებს ისფედი აღჭურვილობის შესაძენად იყენებდა? პასუხი ჯერ არ მიგვიღია.
