ისტორიაში მეორედ, ყარაბაღი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს
აზერბაიჯანის ჩემპიონმა ორი მატჩის ჯამში „ფერენ ცვაროში“ დაამარცხა. აზერბაიჯანში უნგრულმა გუნდმა 3-2 გაიმარჯვა, მაგრამ პირველი თამაში სტუმრად „ყარაბაღს“ 3-1 ჰქონდა მოგებული, რის შედეგადაც ორი მატჩის ჯამში 5-4 დაფიქსირდა. ჩემპიონთა ლიგის ფაზის ეტაპი დასრულებულია და ყველა მონაწილე გუნდის ვინაობა ცნობილია. ახალ სეზონში ყველაზე მეტი წარმომადგენელი ინგლისს ჰყავს, რომელიც 6 გუნდით გამოვა.
