საქართველოს ნაკრებისთვის ევრობასკეტი ოფიციალურად დღეს დაიწყება
გუნდი ზედიზედ მე-6 ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას მოქმედ ჩემპიონ და ჯგუფის ფავორიტ ესპანეთის ნაკრებთან ჩაატარებს. დაეხმარება თუ არა დღევანდელ შეხვედრაში ეროვნულ ნაკრებს კაპიტანი თორნიკე შენგელია ჯერაც უცნობია. ესპანელი ჟურნალისტები კი ჩვენი ქვეყნის გუნდს საშიშ მეტოქედ აფასებენ. საქართველოს ნაკრები ჯგუფში ესპანეთის გარდა: იტალიას, საბერძნეთს, კვიპროსსა და ბოსნიას შეხვდება. ექვს გუნდიანი ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე 4 გუნდი გავა. საქართველოსა და ესპანეთის მატჩი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.