ამერიკის შიდა უსაფრთხოების სამსახურმა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, არალეგალი მიგრანტების დახმარება აუკრძალა
ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, უწყება ორგანიზაციებს ავალდებულებს, სამართალდამცავ ორგანოებსა და საემიგრაციო სამსახურებთან ითანამშრომლონ. ახალი რეგულაცია გავრცელდება რელიგიურ ორგანიზაციებზეც, ასევე, „წითელ ჯვარსა“ და „ხსნის არმიაზეც.“
