საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს
გამოძიებით დადგინდა, რომ ორმა ბრალდებულმა სასაზღვრო- საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ხოლო მესამე ბრალდებულმა სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით, უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდა საქართველოში. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
