დეზინფორმაციისა და ბულინგის კამპანია თეა წულუკიანის მისამართით
დეზინფორმაციისა და ბულინგის კამპანია თეა წულუკიანის მისამართით - ამჯერად, რადიკალებმა სოციალური ქსელი პარლამენტის ვიცე-სპიკერზე ბინძური კამპანიის წარმოებისთვის გამოიყენეს, რომელიც მის პირად ცხოვრებას ეხება. დეზინფორმაციის გამავრცელებლებთან ‘’ქრონიკამ’’ დაკავშირება სცადა, ჩვენს ზარს მხოლოდ ირინა სარიშვილმა უპასუხა და განაცხადა, რომ ბოდიშის მოხდას არ აპირებს. მის მიმართ აგორებულ კამპანიას თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველას, ვინც მის მიმართ სიბინძურეს ავრცელებს, სასამართლოში შეხვდება.