დეტალები რიჟვაძის საქმეზე
რა მოხდა საგარეჯოში - თორნიკე რიჟვაძის საქმის შესახებ დეტალები მედიასთან პირველად გაიხსენა ალექსი ახვლედიანმა. შემთხვევა სწორედ მის სახლში მოხდა. ახვლედიანმა რიჟვაძეზე ზეწოლის შესახებ ინფორმაცია კონკრეტული არგუმენტებით უარყო, უარყო ის ცნობაც, რომ თითქოს შემთხვევის დროს მის სახლში მამუკა მდინარაძეც იმყოფებოდა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი დირექტორი ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვაშია ბრალდებული. ის 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
