საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ფიფას 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას იწყებს
თურქეთთან ოთხ და ბულგარეთთან შვიდ სექტემბერს გასამართი მატჩებისთვის მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა 24 ფეხბურთელი გამოიძახა, რომელთაგანაც ორი დებიუტანტია. ეროვნულ გუნდს პირველად ფრანგული მეცის ნახევარმცველი გიორგი აბუაშვილი და პორტუგალიური ეშტორილის ნახევარმცველი ნოდარ ლომინაძე შეუერთდებიან. ქართველი ფეხბურთელები თბილისში პირველ სექტემბერს შეიკრიბებიან. თურქეთთან მატჩი კი 4 სექტემბერს, დინამო არენაზე 20:00 საათზე დაიწყება.
