ახალმოწამეთა ხსენების დღესთან დაკავშირებით, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ, კულაშის წმინდა ნაზარ ლეჟავას სახელობის ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღავლინა
ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყებიდან 101 წელი შესრულდა. 1924 წელს, ბოლშევიკების მმართველობის პერიოდში, რამდენიმეკვირიანი დაკითხვისა და პატიმრობის შემდეგ, ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარ ლეჟავა თანმხლებ სასულიერო პირებთან ერთად, ქუთაისის მახლობლად საფიჩხიის ტყეში დახვრიტეს.