თბილისში ახალი ეროვნული სტადიონი უეფას ექსპერტების მონაწილეობით აშენდება
პროექტის მიზანია ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც უმასპინძლებს არა მხოლოდ სპორტულ, არამედ ადგილობრივ და საერთაშორისო კულტურულ და საზოგადოებრივ ღონისძიებებსაც. თბილისის ახალი სტადიონის მშენებლობით დაინტერესებულია როგორც ქართული, ისე რამდენიმე საერთაშორისო კომპანია. მათ მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან ერთად, უკვე დაათვალიერეს ტერიტორია და პროექტის დეტალები განიხილეს.
