საგარეო საქმეთა მინისტრმა საფრანგეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის არსებულ დღის წესრიგზე და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. აღინიშნა, რომ საერთო საფრთხეებისა და გამოწვევების დაძლევის მიზნით, მნიშვნელოვანია აქტიური დიალოგი . განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი. ხაზი გაესვა ამ პროცესში შემდგომი თანამშრომლობის მნიშვნელობას და იმედი გამოითქვა, რომ ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობები ჩვეულ დღის წესრიგს დაუბრუნდება.
