USAID-ის ყოფილი ხელმძღვანელი რუსი პრანკერების მახეში გაება
სამანტა პაუერმა რუს პრანკერებთან საუბრისას განაცხადა, რომ სააგენტომ მოლდოვაში მაია სანდუს მხარდასაჭერად დიდი ფული ჩადო. პაუერი ზუსტ თანხას ვერ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ ათობით მილიონი დოლარი დაიხარჯა მოლდოვაში დემოკრატიისა და სანდუს მხარდასაჭერად. USAID-ის ყოფილი ხელმძღვანელი ასევე აღნიშნავს, რომ თანხას კიშინიოვი უფრო მეტ ხანს იღებდა, ვიდრე კიევი. ფინანსური ნაკადები კი დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ შეწყდა. მისი თქმით, დაფინანსება გაგრძელდებოდა შეერთებული შტატების ხელისუფლებაში კვლავ დემოკრატები რომ ყოფილიყვნენ, ახლა კი მისივე თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გააქტიურონ ემანუელ მაკრონმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა.