საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესის დარღვევით გადაადგილების ფაქტზე, ერთი ადამიანი ამხილეს
საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესის დარღვევით გადაადგილების ფაქტზე, ერთი ადამიანი ამხილეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მსუბუქი ავტომანქანის , სპეციალურად მოწყობილ სამალავებში, აღმოაჩინეს სხვადასხვა დასახელების ვეტერინარული მედიკამენტები, რომლის ჯამური ღირებულება 36 000 ლარს აღემატება.
