ვიეტნამში ტაიფუნ „კაჯიკის“ შედეგად, დაიღუპა 3 და დაშავდა 10 ადამიანი
ვიეტნამში ტაიფუნ „კაჯიკის“ შედეგად, დაიღუპა 3 და დაშავდა 10 ადამიანი. ქარიშხალმა თითქმის 7 000 სახლი დააზიანა, 28 000 ჰექტარი ტერიტორია დატბორა და ათასობით ხე წააქცია. დაზიანდა ასობით ელექტრობოძი, რამაც 5 პროვინციაში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა გამოიწვია. დაიტბორა ქვეყნის დედაქალაქის ჰანოის ქუჩები
