The Guardian: უკრაინა მსოფლიოში ყველაზე დანაღმული ქვეყანაა
უკრაინა მსოფლიოში ყველაზე დანაღმული ქვეყანაა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს. ექსპერტების შეფასებით ქვეყნის ტერიტორიის ერთ მეოთხედზე ნაღმები და სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობებია დამონტაჟებული. გაეროს წარმომადგენლის ცნობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის მასშტაბით მილიონზე მეტი ნაღმი მიმოფანტეს. ამ მხრივ ყველაზე კრიტიკული სიტუაცია ხერსონისა და სუმის ოლქებშია
