ლიეტუვის სეიმმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ინგა რუგინენეს კანდიდატურა დაამტკიცა
ლიეტუვის სეიმმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ინგა რუგინენეს კანდიდატურა დაამტკიცა. ის უფლებამოსილების შესრულებას პრეზიდენტის განკარგულების გამოცემისა და სეიმში ფიცის დადების შემდეგ შეუდგება. სეიმში კენჭისყრის პარალელურად ლიეტუვის პრეზიდენტის სასახლესთან და პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია, სახელწოდებით „სირცხვილის დღე“ გაიმართა. დემონსტრანტები პრემიერის კანდიდატურის დასამტკიცებლად „სოციალ დემოკრატიული პარტიის სხვა პარტიებთან კოალიციური შეთანხმების გაფორმებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები სოციალ დემოკრატებს პრორუსულ ძალებთან გაერთიანებაში ადანაშაულებენ
