მმართველი გუნდი აცხადებს, რომ არეულობის ნებისმიერი მცდელობა განწირულია
მმართველი გუნდი აცხადებს, რომ არეულობის ნებისმიერი მცდელობა განწირულია. „ქართული ოცნება“ ხაზგასმით ამბობს, რომ ხელისუფლება ქვეყნის და ხალხის ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს და დესტაბილიზაციის საშუალებას არავის მისცემს. პოლიტიკური შეფასებები კეთდება IRI-ის პროგრამების დირექტორის სამოქმედო გეგმაზე, რომელიც ქართული ოპოზიციისთვის შემუშავდა და რომელზეც „ქრონიკა“ რამდენიმე დღის წინ გიყვებოდათ. დადასტურდა, რომ ოპოზიცია და მესამე სექტორი გეგმაში გაწერილი პუნქტებით მოქმედებს. ჯონ დიპიროს გეგმის ნაწილი იყო სექტემბერში აქციის გამართვა, რაც ოპოზიციამ უკვე დააანონსა
