ავსტრალიაში, ვიქტორიას შტატში მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ორი პოლიციელი მოკლა, ერთი კი დაჭრა
დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია. მამაკაცმა სამართალდამცველებს ცეცხლი მაშინ გაუხსნა, როდესაც ისინი მასთან სექსუალური ძალადობის ბრალდების გამო დაკავების ორდერის გადასაცემად მივიდნენ. დამნაშავე ოჯახის წევრებთან, მათ შორის ბავშვებთან ერთად მიიმალა. პოლიცია ბრალდებულს ამ დრომდე ეძებს.
