უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში, ამერიკელმა და რუსმა ოფიციალურმა პირებმა ენერგეტიკულ სფეროში მოსკოვისა და ვაშინგტონის თანამშრომლობა განიხილეს
როიტერსის ინფორმაციით, ამერიკელების მიზანი უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად რუსეთისთვის საკმარისი მოტივაციის მიცემა იყო. ამას გარდა, ვაშინგტონმა კრემლისთვის სანქციების ნაწილობრივ შესუსტებაც არ გამორიცხა. როიტერსის წყაროს ცნობით, თეთრი სახლის ლიდერს ალასკაზე გამართული შეხვედრის შემდეგ სურდა, რომ მოლაპარაკებების მთავარი სიახლე რუსეთსა და ამერიკას შორის მსხვილი საინვესტიციო შეთანხმება გამხდარიყო.
