უკრაინის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი კიევს ამერიკული იარაღის შესაძენად ყოველთვიურად მილიარდ დოლარს მისცემს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამის შესახებ, ნორვეგიის პრემიერ მინისტრთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა. ურაინელი სამხედროებისთვის საჭირო შეიარაღების სიას კიევი შეადგენს, რომლის საყიდლადაც თანხას პარტნიორი ქვეყნები ნატოს სპეციალურ ანგარიშზე ასახვენ, ზელენსკი აცხადებს, რომ ამერიკულ იარაღს უკრაინის ფრონტის ხაზსა და საჰაერო თავდაცვაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.