უზბეკეთთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, თბილისში ხელოვნური ინტელექტის ბანაკი გაიმართა
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, ერთკვირიან პროგრამაში 60 სტუდენტი მონაწილეობდა, მათ შორის 10 უზბეკეთიდან. მონაწილეები გაეცნენ ხელოვნური ინტელექტის და მანქანური სწავლების ალგორითმებს, კიბერუსაფრთხოებასა და მონაცემთა მეცნიერებას. პარალელურად კი საკუთარი სტარტაპების შექმნაზე იმუშავეს. პრეზენტაციის დღეს სტუდენტებმა სტარტაპ–იდეები ჟიურის წარუდგინეს. ინოვაციების სააგენტო ბანაკებს 2019 წლიდან მართავს და მასში უკვე 1400-ზე მეტი მოსწავლე და სტუდენტი ჩაერთო.პროექტი ახალგაზრდებისთვის როგორც ტექნოლოგიური ცოდნის გაზიარებას, ისე ინოვაციური მეწარმეობის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.