ამერიკელმა რეჟისორმა ვუდი ალენმა მოსკოვის საერთაშორისო კინოკვირეულში მონაწილეობის გამო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს კრიტიკას უპასუხა
რეჟისორმა უარყო ბრალდებები იმის შესახებ, რომ კინოფესტივალში მისი მონაწილეობა რუსული სისასტიკის „გამართლებას“ ისახავდა მიზნად. „პუტინი სრულიად არასწორად იქცევა და ომი, რომელიც მან გამოიწვია, შემზარავია, თუმცა, იმისდა მიუხედავად, თუ რა გააკეთეს პოლიტიკოსებმა, არ ვფიქრობ, რომ ხელოვნების სფეროში ურთიერთობების გაწყვეტა კარგი გზაა“, - განაცხადა ალენმა.
