საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ღაზაში მდებარე ნასერას საავადმყოფოზე ისრაელის მიერ განხორციელებულ დარტყმებს ეხმიანება
„ისრაელის დარტყმებმა მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ჟურნალისტების სიცოცხლე შეიწირა, რაც აუტანელია. მოვუწოდებთ ისრაელს, პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს,“- წერს მაკრონი სოციალურ ქსელში. ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ღაზის საავადმყოფოზე მიტანილი იერიშის შედეგად 20-მდე ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის ჟურნალისტებიც არიან.
