გემო ფესტი რაჭაში
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ფესტივალი 29–30 აგვისტოს, ამბროლაურში, ახალ სანაპიროზე გაიმართება. წლევანდელ გემო ფესტში 15-მდე ადგილობრივი მზარეული მიიღებს მონაწილეობას. მათ საშუალება ექნებათ წარადგინონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი რაჭული კერძები. გემო ფესტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის შემეცნებითი და გასართობი აქტივობებიც. ასევე, სპეციალურად გემო ფესტისთვის, 28 აგვისტოს აეროპორტების გაერთიანებამ რაჭის სტუმრებისთვის დამატებითი ავიარეისი დანიშნა. წელს პირველად, გემო ფესტს მთავარი მხარდამჭერის სტატუსით ამბროლაურის ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტი უერთდება.
