უკვე დადასტურებულია "აიარაის" პროგრამების დირექტორის სამოქმედო გეგმა, რომელიც ქართული ოპოზიციისთვის შემუშავდა
უკვე დადასტურებულია "აიარაის" პროგრამების დირექტორის სამოქმედო გეგმა, რომელიც ქართული ოპოზიციისთვის შემუშავდა - აქცია დაანონსებულია, დესტაბილიზაციის მცდელობის მორიგი ტალღა სექტემბრისთვის მზადდება. რადიკალების მხრიდან გააქტიურდა საუბარი უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხზეც. მმართველი გუნდისთვის ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ ოპოზიცია გარე ძალების მიერ შემუშავებული გეგმით იმართება. თუმცა ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ საქართველოში რადიკალიზმი ვერ გაიმარჯვებს.
