"ბლუმბერგი" წერს, რომ ევროკავშირის ბიუჯეტი ბლოკის ამბიციებს არ შეესაბამება
გამოცემის ცნობით, ბრიუსელი სერიოზული გამოწვევის წინაშეა, ევროკავშირმა გრძელვადიანი დაფინანსება უნდა გამონახოს საკუთარი უსაფრთხოებისთვის, სამხედრო პოტენციალის გასაძლიერებლად, უკრაინის დასახმარებლად, კლიმატური ცვლილებებთან ბრძოლისთვის , წევრი სახელმწიფოების ეკონომიკის სტიმულირებისა და ფერმერების სუბსიდირებისთვის. ბლუმბერგი წერს, რომ თუ ევროკავშირი მალე არ შეიმუშავებს ისეთ ახალ გრძელვადიან ბიუჯეტს, რომელიც ბლოკის წინაშე არსებულ ამოცანებს უპასუხებს, ის რთულ ვითარებაში აღმოჩნდება.
