დოიჩე ველეს ცნობით ვაშინგტონში დონალდ ტრამპის განკარგულებით განლაგებულ ევროვნულ გვარდიას ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება აქვს
გამოცემა წერს, რომ გვარდიელებმა მიიღეს ბრძანება, რომ იარაღი მხოლოდ უკიდურეს, მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხის შექმნის შემთხვევაში შეუძლიათ გამოიყენენონ. შეერთებული შტატების დედაქალაქში დანაშაულთან ბრძოლის მისიით 1900 გვარდიელია, ისინი პატრულირებენ თეთრ სახლთან, კაპიტოლიუმთან, ტურისტულ ადგილებში, მეტრო სადგურებისა და სარკინიგზო სადგურების სიახლოვეს.
