ხვალიდან მეტროსადგური „ვარკეთილი“ მგზავრთა მიღებას დაიწყებს
ხვალიდან მეტროსადგური „ვარკეთილი“ მგზავრთა მიღებას დაიწყებს, თუმცა, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, სადგური მგზავრებს შეცვლილი სამუშაო განრიგით მოემსახურება. თბილისის მერიის ცნობით, სტანდარტული სამუშაო განრიგისგან განსხვავებით, მეტროსადგური მუშაობას დილის შვიდი საათიდან დაიწყებს და ოცდასამ საათზე დაასრულებს.
