შინაგან საქმეთა მინისტრი ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს შეხვდა,რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად, ეწვია. ორი ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელებმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს არსებულ მჭიდრო და ეფექტიან თანამშრომლობაზე. ასევე ხაზი გაუსვეს გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობას.გეკა გელაძემ აღნიშნა, რომ ქართული მხარე მზად არის ისრაელის მხარესთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოებისთვის. იტამარ ბენ გვირმა მზაობა გამოთქვა პრიორიტეტული მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.