გუშინ რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილე ამერიკის მოქალაქეს თავს დაესხა, ის რუსი ტურისტი ეგონათ
გუშინ რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილე ამერიკის მოქალაქეს თავს დაესხა, ის რუსი ტურისტი ეგონათ. პოლიციამ ვითარება მალევე განმუხტა. ვიდეო სოციალურ ქსელში ლევან ნიკოლეიშვილმა გაავრცელა. ოპოზიცია აცხადებს, რომ საპროტესტო აქციების ფონზე ინციდენტები ხდება, თუმცა მათივე თქმით, ასეთი შემთხვევები იშვიათია. რაც შეეხება მმართველ გუნდს . ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ მსგავსი რამ მიუღებელია და აუცილებელია ქვეყანაში ნებისმიერი ადამიანის უფლება მაღალი სტანდარტით იყოს დაცული.
