კანადა უკრაინაში ომის შემდგომ სამხედრო კონტინგენტის გაგზავნას არ გამორიცხავს
ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს კიევში ჩავიდა. მან დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა და უკრაინის პრეზიდენტთან ერთად ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა. ცნობილი გახდა ისიც, რომ კანადამ უკრაინას მილიარდი კანადური დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გამოუყო. მხარეებმა ასევე ხელი მოაწერეს შეთანხმებას დრონების ერთობლივი წარმოების შესახებ.