თუშეთში ხანძარი ლიკვიდირებულია
ცეცხლის ჩაქრობა მეხანძრე-მაშველებმა გამთენიისას მოახერხეს. წოვათის ხეობაში, ალპურ ზონაში, ბალახი იწვოდა. ხანძრის ქრობის სამუშაოები, ყველა შესაბამისი სპეც. აღჭურვილობის საშუალებით მიმდინარეობდა. იმის გათვალისწინებით, რომ ხანძარი მძიმე ტექნიკისთვის მიუვალ ადგილზე იყო, საჭირო გახდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა, რისი დახმარებითაც, მეხანძრე -მაშველების, ცეცხლის გავრცელების ადგილზე გადაყვანა რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
