ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, მდინარე ყარნებას ხეობაში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით შექმნილი შტაბი ინტენსიურად მუშაობს
შექმნილი მდგომარეობის შესწავლა და მართვა კოორდინირებულად ხდება. პროცესში ჩაერთნენ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები, იმერეთის მხარის რწმუნებულის ადმინისტრაცია, საავტომობილო გზების დეპარტამენტი და საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლები. კონტროლდება მდინარის კალაპოტში დაგუბებული წყლის გამტარობა, ასევე მეწყრული პროცესების დინამიკა. შესაბამისი სამსახურები მუშაობენ მდინარის კალაპოტის გაფართოებასა და დაგუბების ზონების აღმოფხვრაზე. როგორც აღინიშნა, მდინარის ხეობაში არსებული ვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
