საფრანგეთის ლიგა 2-ის მესამე ტურში „სენტ-ეტიენი“ სადაც ზურიკო დავითაშვილი თამაშობს „ბულონს“ შეხვდა და მეტოქე 1-0 დაამარცხა
საფრანგეთის ლიგა 2-ის მესამე ტურში „სენტ-ეტიენი“ სადაც ზურიკო დავითაშვილი თამაშობს „ბულონს“ შეხვდა და მეტოქე 1-0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი ქართველმა ფეხბურთელმა გაიტანა. 24 წლის შემტევმა, მოედანზე 89 წუთი გაატარა, გოლი კი 74-ე წუთზე მიითვალა, როდესაც საჯარიმოში ბრწყინვალედ იმოქმედა, მცველებისგან გათავისუფლდა და ზუსტად დაარტყა. ეს დავითაშვილის მეორე გოლია მიმდინარე სეზონში, „სენტ-ეტიენი“ კი 7 ქულით პირველ ადგილზეა და მომდევნო ტურში 30 აგვისტოს, „გრენობლს“ უმასპინძლებს
