თურქეთის პირველმა ლედიმ დონალდ ტრამპის მეუღლეს წერილი მისწერა
თურქეთის პირველმა ლედიმ დონალდ ტრამპის მეუღლეს წერილი მისწერა. ემინე ერდოღანმა მელანია ტრამპს ისრაელის პრემიერთან დაკავშირება და ღაზაში ბავშვების მძიმე მდგომარეობის საკითხის წამოჭრა სთხოვა. წერილში ემინე ერდოღანი აღნიშნავს, რომ ის ამერიკის პირველი ლედის წერილმა შთააგონა, რომელიც მელანია ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს გაუგზავნა და რომელიც უკრაინელი ბავშვების მდგომარეობას ეხებოდა. „მაქვს რწმენა, რომ ის მნიშვნელოვანი თანაგრძნობა, რომელიც თქვენ 648 უკრაინელი ბავშვის მიმართ გამოიჩინეთ, ღაზაში მცხოვრებ ბავშვებზეც გავრცელდება“ - ნათქვამია თურქეთის პირველი ლედის წერილში