თურქეთი, უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში უკრაინაში სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს
თურქეთი, უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში უკრაინაში სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ თურქეთში უკრაინის ელჩმა ნარიმან ჯელალმა განაცხადა. მისი თქმით, თურქეთი შეიძლება შეუერთდეს იმ სახელმწიფოებს, რომლებიც უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს აძლევენ. თურქეთი ასევე მზადაა ჩაერთოს შავი ზღვისა და უკრაინის ტერიტორიების განაღმვით სამუშაოებში
