მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დრონებით თავდასხმები განხორციელდა
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დრონებით თავდასხმები განხორციელდა. მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის თქმით, საჰაერო-თავდაცვითმა სისტემამ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი გაანეიტრალა. თავდასხმის საფრთხის გამო დროებით ფუნქციონირება შეწყვიტა პულკოვოს აეროპორტმა, რის გამოც ათობით ავიარეისი გადაიდო. შეზღუდვებით მუშაობდა შერემეტიევოს აეროპორტიც. სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორის თქმით, ჩამოგდებულია, სულ მცირე, ორი დრონი