მამუკა ჩარკვიანის სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძარში გაიმართა
მამუკა ჩარკვიანის სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძარში გაიმართა. კომპოზიტორისა და მომღერლის ხსოვნას პატივი, პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მიაგეს. მამუკა ჩარკვიანი საკუთარ სიმღერებს ძირითადად მამის, ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსებზე ასრულებდა. გამოცემული აქვს რამდენიმე ალბომი და მიღებული აქვს არაერთი ჯილდო. 2014 წელს, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მისი ვარსკვლავი გაიხსნა. 2023 წელს კი თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა