შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა
1 მოქალაქე დააკავა ნარკოდანაშაულის ბრალდებით გენერალურმა ინსპექციამ. გამოძიების ინფორმაციით, დაცვის პოლიციის სამეგრელო-ზემო სვანეთის თანამშრომელმა უკანონოდ შეიძინა და ასევე, უკანონოდ ინახავდა „მეთადონის" შემცველ ნარკოტიკულ საშუალებას. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს