კონსტიტუციის დღე
საქართველოს კონსტიტუცია არის სუვერენიტეტის განმტკიცების, დემოკრატიის, თავისუფლებისა და წესრიგის, სამართლიანობის უზრუნველყოფის უმთავრესი გარანტი. აღინიშნა დღეს პრეზიდენტის რეზიდენციაში ისტორიული თარიღის ღონისძიებაზე, რომელსაც პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი, აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, კონსტიტუციონალისტები და მიწვეული სტუმრები დაესწრნენ. ხაზი გაესვა, „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს განხორციელებულ კონსტიტუციურ რეფორმას, რომელიც მოემსახურა კონსტიტუციის გასწორების, ჰარმონიზაციის, დახვეწის და სრულყოფის იდეას